დიდუბის რაიონში 6 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 03.10.2016
ნანახია: 1371

დიდუბის რაიონში, სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ახორციელებს. სკვერებში არსებულ ბილიკებზე ძველი ფილები ახლით იცვლება, მონტაჟდება ახალი საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. ტერიტორიები იღობება ლითონის დეკორატიური კონსტრუქციებით, ძველი საჩრდილობლები კი ახლით იცვლება.

სკვერებში ასევე ეწყობა პატარებისთვის განკუთვნილი სათამაშო ატრაქციონები, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით, კაუჩუკის რბილი იატაკი უკეთდება.

წერეთლის გამზირ N55-ში, ქურდიანის ქუჩა N6-ში, ხოშარაულის ქუჩა N24-ში, ცაბაძის ქუჩა N2-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე და მე-4 კვარტლის 21-ე კორპუსებთან მდებარე სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გეოსერვის +" ახორციელებს.

სკვერების რეაბილიტაციის შემდგომ, დიდუბისა და დიღმის მასივის მოსახლეობას დამატებით 6 კეთილმოწყობილი მოსასვენებელი ზონა ექნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე