ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარესკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 03.10.2016
ნანახია: 1451

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გიორგი ბირბიჩაძემ და თეიმურაზ ჩოჩუამნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირებული სკვერიდაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოხდა სკვერის სრული განახლება, სავალი ბილიკები ქვაფენილით მოპირკეთდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფანჩატურებს, საქანელებს, სკამებს. გარდა ამისა, სკევრში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მოიხატა კედლები და შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ შეასრულა.

„ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის I მ/რ-ის მოსახლეობას კიდევ ერთი ლამაზი სკვერი აჩუქა. აქ კაპიტალურად შეკეთდა და გარემონტდა წლების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარი, აღდგა და შეკეთდა შადრევანი, გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დიდი ძალისხმევის შედეგად,მოიხატა და გალამაზდა კედლები“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბიჩაძემ.

„პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. ადგილობრივიმოსახლეობაც გვეხმარებოდა . ყველას ძალიან მოსწონს ფერები, მაცხოვრებლები ამბობენ, რომმოხატულმა კედლებმა ეს ტერიტორია გაახალისეს“, - აღნიშნა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა თაკო ასიტაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე