MAN-ის ავტობუსის ავარია სიმართლეს არ შეესაბამება - „თბილისის სატრანსპორტო კომაპნია“

საქართველო, თბილისი - 12:16 | 03.10.2016
ნანახია: 2669

„თბილისის სატრანსპორტო კომაპნია“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. 

MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების  N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე