ლიბიაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 03.10.2016
ნანახია: 1535

ლიბიის ქალაქ სირტში ჰოლანდიელი ფოტოჟურნალისტი ჯერონ ორლემანსი დაიღუპა.

ჟურნალისტის დაღუპვის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოკლეს.

სირტი ლიბიის დამხობილი პრეზიდენტის მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია. ის ერაყისა და სირიის საზღვრებს მიღმა ”ისლამური სახელმწიფოს” დასაყრდენ პუნქტად მიიჩნევა.

მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებენ მისრატის შეიარაღებული ფორმირებები. ამერიკის ავიადარტყმების დახმარებით მათ უკვე შეძლეს ქალაქის დიდი ნაწილის გათავისუფლება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე