კიმ კარდაშიანს მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 03.10.2016
ნანახია: 1544

შეიარაღებულმა მძარცველებმა პარიზში ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს რამდენიმე მილიონობით ღირებულების ძვირფასეულობა გასტაცეს. როგორც ”როიტერი” პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმაში ხუთი ბოროტმოქმედი მონაწილეობდა.

კარდაშიანი პარიზში დედასთან და დასთან ერთად მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელევარსკვლავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, მათ პოლიციელიების ფორმა ეცვათ და ნიღბები ეკეთათ. კარდაშიანის ქმარმა კანიე უესტმა მომხდარის გამო ნიუ-იორკში თავისი კონცერტი შეწყვიტა.

ინციდენტი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე