თურქეთში ფეტულა გიულენის ძმა დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 03.10.2016
ნანახია: 1531

თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტულა გიულენის ძმა დააპატიმრეს. კუტბეტინ გიულენის დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ანტიტერორისტული სამსახური განმარტავს, უმცროს გიულენზე პოლიციას ინფორმაცია მისმა ნათესავმა მიაწოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ათასობით ადამიანი დააკავა. ანკარა ვაშინგტონს ყოფილი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის ექსტრადიციას სთხოვს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე