სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს

საქართველო, თბილისი - 18:19 | 30.09.2016
ნანახია: 1385

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ოქტომბერს, 12 საათიდან, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს.

აცრის ჩასატარებლად მსურველებს შეუძლიათ მოიყვანონ როგორც საკუთარი ძაღლი და კატა, ასევე მიკედლებული ცხოველები.

გაიმართება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის (ფოტოკონკურსი - გადაიღე ფოტო ოთხფეხა მეგობართან ერთად, ხატვის კონკურსი და ა.შ).

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველი წლის 28 სექტემბერს აღინიშნება, თუმცა, სამუშაო დღეს შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ამ დღის აღნიშვნა არასამუშაო დღეს - შაბათს, 1 ოქტომბერს დაიგეგმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე