არაყიშვილის ქუჩაზე II ჩიხის სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 30.09.2016
ნანახია: 1175

არაყიშვილის ქუჩაზე II ჩიხის სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბირბიჩაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

მაცხოვრებლების თხოვნით, 2017 წელს II ჩიხის სანიაღვრე სისტემა შეუერთდება არაყიშვილის ქუჩის ცენტრალური მონაკვეთის სანიაღვრე სისტემას, რაც წვიმისას შექმნილ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანს.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ფენიქსი" აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე