თელავში ღვინის ფესტივალი- „თელავინო 2016“ გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:17 | 30.09.2016 ნანახია: 1698სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თელავში გამართულ ტრადიციულ ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016“-ს დაესწრო.
ლევან დავითაშვილმა ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ,,თელავინო“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და მეტ მონაწილესა თუ სტუმარს იზიდავს.
,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია. მისასალმებელი იქნება თუ მომავალში ფესტივალი არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად ,,თელავინოს“ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.
წლევანდელ ფესტივალზესაკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე მცირე, ოჯახურმა მარნებმა. „თელავინო 2016“-ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ექსკლუზიურად დაბალ ფასში შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისადა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. დგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შექმნეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნება. ღონისძიების პარტნიორები არიან ასოციაციაქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















