საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის გამო პრეზიდენტის სასახლის დაცვა გააძლიერა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 30.09.2016
ნანახია: 1894

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რეზიდენციის - ელისეის სასახლის დაცვა გააძლიერა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის შესახებ არსებული ინფორმაციის შედეგად მიიღო. ამის შესახებ რადიოსადგური RTL პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. სამართალდამცველების თქმით, სადაზვერვო სამსახურები იტყობინებიან ელისეის სასახლეზე ტერორისტული იერიშების სერიოზული რისკის შესახებ. მათივე თქმით, საუბარია ტერორისტ-თვითმკვლელებზე. პოსტებზე გაზრდილია პოლიციელთა და პატრულთა რაოდენობა. ამის გარდა სამართალდამცველები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით არიან შეიარაღებულები.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე