ფრანგული გამანადგურებლები ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს ავიამზიდ ”შარლ დე გოლიდან” ბომბავენ

საქართველო, თბილისი - 12:07 | 30.09.2016
ნანახია: 1611

საფრანგეთის გამანდგურებლები ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ ავიადარტყმებს ავიამზიდ ”შარლ დე გოლიდან” ახორცილებენ.

როგორც ხომალდზე მყოფმა ოფიცერმა ”ფრანს პრესს” განუცხადა, თვითმფრინავები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციას ქალაქ მოსულში ასრულებენ.

ამ დროისათვის ’შარლ დე გოლი” ერთადერთი ავიამზიდია, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ბალანსზე იმყოფება. ის სპარსეთის ყურეში სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდა.

ამ მომენტისთვის ანტიტერორისტული კოალიცია მთლიანად კონცენტრირებულია ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად. ერაყის უმნიშვნელოვანესი ქალაქის უდიდეს ნაწილს ”ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.  



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე