წყნეთში ორი ახალი სტადიონი მოეწყო

საქართველო, თბილისი - 10:39 | 30.09.2016
ნანახია: 1398

ვაკის რაიონის გამგეობის მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი - წყნეთის "ა" ზონაში, შერვაშიძის ქუჩაზე ორი სტადიონი მოეწყო.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის გაყოფა მოხდა.რეაბილიტაციის შედეგად კი კალათბურთის და ფეხბურთის სტადიონები მოეწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "პარმამ" შეასრულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე