თბილისს დღეს რომის პაპი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 30.09.2016
ნანახია: 1205

დღეს თბილისში რომის პაპი  ჩამოდის. ვატიკანის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დახვდება.

დღესვე რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში  გიორგი მარგველაშვილს პირისპირ შეხვდება. შემდეგ კი მას საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში უმასპინძლებს. 1 ოქტომბერს რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და იქადაგებს.

ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსაც მოინახულების. საქართველოს  პაპი  2 ოქტომბერს დატოვებს და აზერბაიჯანში გაემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე