საქართველოს ბანკი ლიბერთი ბანკის შესყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 29.09.2016
ნანახია: 2266

საქართველოს ბანკი ლიბერთი ბანკის შესყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ბანკი უარყოფს ლიბერთი ბანკის შესყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს ბანკის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სარეკლამო მასალის სახით დღეს დილით გავრცელდა, საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით“, - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე