საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ
საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.09.2016 ნანახია: 1648
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ წარმატებული თანამშრომლობისთვის ქ. თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და საქართველოს პროკურატურის პროკურორებს - მაია ჯვარშეიშვილს, სალომე ჯანუაშვილს, ირაკლი ჟვანიას და ვლადიმერ ვექილიანს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ადამ ლამოროს და აშშ-ს საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროკურატურის თანამშრომლებისთვის მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ს საელჩოს და შს სამინისტროს ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა.
ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















