კიევის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 29.09.2016
ნანახია: 1629

ორი აფეთქების ხმა გაისმა კიევის ცენტრში მდებარე რესტორნის შესასვლელთან. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ქალაქის სამმართველოს პრეს-სამსახური იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ყუმბარის ფრაგმენტები, მეორე ასაფეთექებელი მოწყობილობა დადგენილი არ არის.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩაიმსხვრა რესტორნის მინები და დაზიანდა შენობის კედლის ნაწილი. აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობიოს მუხლით აღიძრა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე