ჯორჯიის შტატში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 29.09.2016
ნანახია: 1416

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ამერიკის ჯორჯიის შტატში მომხდარი სროლისას. ამის შესახებ ტელეარხი  11 Alive პოლიციელებზე დაყრდნობით იუწყება. სამართალდამცველების თქმით, სროლა გუშიან გვიან ღამით მოხდა. ჟურნალისტების ინფორმაციით ორივე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. ეჭვმიტანილმა საცხოვრებელი სახლის კარი შეამტვრია და ცეცხლი გახსნა. იმ მომენტისთვის სახლში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციელთა აზრით, ინციდენტი ნარკოტიკენს უკავშირდება. მომხდარის სხვა დეტალებზე მედია არ საუბრობს. დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე