თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის

საქართველო, თბილისი - 10:15 | 29.09.2016
ნანახია: 1374

პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი  თამაზ მეჭიაური მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის. მან  საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს.

"მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს.მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს, მის გუნდს და მზადაა, დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას. არ დაგავიწყდეთ 7-იანის შემოხაზვა, მათ შორის „ოცნების“ წევრებსაც",-წერს მეჭიაური  სოციალურ  ქსელში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე