თურქეთში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 29.09.2016
ნანახია: 1321

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მოითხოვს. საბჭოს განმარტებით, საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში კანონის გამყარებას, ასევე, დემოკრატიისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 20 ივლისს, შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გამოცხადდა. ამ დროის განმავლობაში უშიშროების სამსახურმა გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 32 ათასამდე ადამიანი დააპატიმრა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე