სამხრეთ კაროლინაში მოზარდმა ორი მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 09:36 | 29.09.2016
ნანახია: 1436

ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიჭრა ამერიკის სამხრეთ კაროლინას შტატის დაწყებით სკოლაში მომხდსრი სროლისას, ინციდენტი ქალაქ ტაუმვილში მოხდა.

მოზარდი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, პოლიციამ დააკავა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ამჟამად სკოლის მოსწავლეები უსაფრთხოდ არიან. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედიის ცნობით, სროლა ადგილობრივი დროით 13 საათზე მოხდა. ტაუნვილის სკოლაში 286-მდე მოსწავლე სწავლობს.

სკოლიდან 2,5 კმ-ში აღმოჩენილია მამაკაცის ცხედარი. პოლიციის ინფორმაციით, ის მოზარდის მამაა, რომელიც შვილმა სკოლაში მისვალმდე მოკლა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე