ჩინეთში დაიბადა ბავშვი, რომელსაც თვალები არ აქვს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 28.09.2016
ნანახია: 1394

ჩინეთში გუანჩჟოუს პროვინციაში დაიბადა ბავშვი, რომელსაც არცერთი თვალი არ აქვს. People’s Daily Online-ს ცნობით, ორსულობის დროს ბავშვის დედა რეგულარულად დადიოდა ექიმებთან. თუმაც არანაირი გადახრა აღმოჩენილი არ ყოფილა.

 პათოლოგია მხოლოდ მშობიარობის შემდეგ აღმოაჩინეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ჩვილს იშვიათი დაავადება აქვს, რომლის გარკვევაც ულტრაბგერითი ექოსკოპიით შეუძლებელია. ექსპერტების თქმით, ეს იშვაითი დაავადებაა და გენეტიკურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სხვა მხრივ ჯანმრთელია. მისმა მშობლებმა საქველმოქმედო ფონდს მიმართეს. სირთულეების მიუხედავად, მათ ბავშვის სრული გამოჯანმრთელების  იმედი აქვთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე