სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო IDFI-მა 100%-ით გამჭვირვალე უწყებად დაასახელა
საქართველო, თბილისი - 13:34 | 28.09.2016 ნანახია: 1629
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2016 წელს პირველად დასახელდა 100 %-ით გამჭვირვალე საჯარო უწყებად. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო უწყების ხელმძღვანელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) სპეციალური ჯილდო - „2016 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გადაეცა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა, როგორც 100 %-ით გამჭვირვალე უწყება. ასევე, სამინისტროსთან ერთად დაჯილდოვდა ჩვენი ორი დანაყოფი - პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი. ჩვენ მუდმივად მზად ვართ გამჭვირვალე საქმიანობისთვის. საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია,“_ განაცხადა კახა კახიშვილმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ისე როგორც მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2016 წელს გამოირჩევიან 100%-იანი მაჩვენებლით.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სრულყოფილად და ვადის დაცვით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას. მისასალმებელია ის 100%-იანი მაჩვენებელი, რაც აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებს. ამიტომაც, სამინისტრო პირველად დაჯილდოვდა IDFI-ის მიერ,“ _ განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემის დახვეწაზე. ღია მმართველობის კონცეფციიდან გამომდინარე, სამინისტრო გამჭვირვალობის პრინციპებს იცავს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, აქტიურად იყენებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებსა თუ რეკომენდაციებს პრაქტიკაში.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















