ბერლინის პოლიციამ დანით შეიარაღებული მიგრანტი მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 28.09.2016
ნანახია: 1514

ბერლინის პოლიციამ ლტოლვილების საერთო საცხოვრებელთან დანით შეიარაღებული მიგრანტი, რომელიც მეზობელს თავს დაესხა,  მოკლა.

გერმანული მედიის ცნობით, მიგრანტებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის ლტოლვილმა მეზობლის რვა წლის ქალიშვილზე სექსუალურად იძალადა.

მიღებული ინფორმაციის შემდეგ პოლიციელები მოძალადის დასაპატიმრებლად საერთო საცხოვრებელში მივიდნენ. როდესაც დაკავებული ავტომობილისკენ მიჰყავდათ, დაზარალებული გოგონას მამა მოძალადეს დანით თავს დაესხა.

ამ დროს ერთდროულად რამდენიმე პოლიციელმა თავდამხმელის მისმართით გასროლა მოახდინა.

შედეგად დაზარალებულის მამა მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის ქალიშვილზე ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიციაში იმყოფება. ბრალს მას უახლოეს ხანებში წაუყენებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე