აშშ-ის პოლიციამ შეუიარაღებელი აფროამერიკელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 28.09.2016
ნანახია: 1520

პოლიციამ აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში აფროამერიკელი მოკლა.

ადგილობროვი მედიის ცნობით, ქალაქის სავაჭრო ცენტრთან სამართალდამცველები უცნობი მამაკაცის უჩვეული ქმედებების გამო გამოიძახეს. თვითმხილველების თქმით, ის უცნაურად იქცეოდა და ტრანსპორტის მოძრაობას ხელს უშლიდა.

პოლიციელებმა მამაკაცს მას შემდეგ ესროლეს, რაც ის მათ ბრძანებას არ დაემორჩილა და ჯიბიდან უცნობი საგანი ამოიღო. პოლიციის უფროსს ჯეფ დევისს არ დაუკონკრეტებია თუ რა ნივთი ჰქონდა მოკლულს, თუმცა აღიარა, რომ ის იარაღი არ ყოფილა.

ინციდენტის ადგილას ათობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მომხდარს აპროტესტებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესც ის პოლიციელბის წინ ხელებაწეული იდგა.

რამდენიმე კვირით ადრე პოლიციელებმა ორი აფროამერიკელი ოკლაჰომასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მოკლეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე