გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეშთი უკვე 32 ათასი ადამიანია დაკავებული

საქართველო, თბილისი - 11:48 | 28.09.2016
ნანახია: 1479

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში უკვე 32 ათასი ადამიანია დაპატიმრებული.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის თქმით, გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამო 70 ათასი ადამიანის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

თურქეთში 16 ივლისს ამბოხებულთა ერთმა ჯგუფმა სამხედრო გადატრილება სცადა. მოვლენები ანკარასა და სტამბოლში განვითარდა. დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასამდე კი დაიჭრა. ხელისუფლება გადატრიალების მცდელობასთან კავშირში გიულენს ადანაშაულებს და აშშ-ს მის ექსტრადიციას სთხოვს, თავად გიულენმა ამბოხება დაგმო და მასთამ რაიმე კავშირი კატეგორიულად უარყო. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე