ისრაელის ექსპრეზიდენტს 30 სექტემბერს დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 11:40 | 28.09.2016
ნანახია: 1472

შიმონ პერესს 30 სექტემბერს დაკრძალავენ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ლეგენდარული პოლიტიკოსი თელ-ავივში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პერესი კარდიოლოგიურ კლინიკაში ინსულტით 13 სექტემბერს გადაიყვანეს. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს ბარაქ ობამამ, ფრანსუა ოლანდმა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა. საგანგებო განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე