კლინტონისა და ტრამპის დებატებმა სატელევიზიო რეკორდი მოხსნეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 28.09.2016
ნანახია: 1636

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის პირველ სატელევიზიო დებატებს 84 მლნ მაყურებელი ჰყავდა. ამის შესახებ ”როიტერი” სადამკვირვებლო  კომპანია Nielsen-ზე დაყრდნობით წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მონაცემებში გათვალისწინებული არ არიან ის  მაყურებლები, რომლებიც დებატებს სხვადასხვა სოციალური ქსელით ადევნებდნენ თვალს.

ჟურნალისტების თქმით, აღნიშნულმა რაოდენობამ 1980 წელს გამართული ტელედებატების რეკორდი მოხსნა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯიმ კარტერსა და რონალდ რეიგანს შორის მიმდინარეობდა. მაშინ დებატებს 80,6 მლნ მაყურებელი ადევნებდა თვალს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე