ეკა მიშველაძე: 30 სექტემბერს, თბილისს, რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა
საქართველო, თბილისი - 17:51 | 27.09.2016 ნანახია: 2070
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლინაობისთვის ბრძოლაში დაღუპული 28 გმირი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის პრესპიკერი ასევე შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, - "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2016 წლისსაპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში".
"პრეზიდენტის აზრით, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი და საარჩევნო პროცესიწარიმართოს მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოებში.
არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში, არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზემხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ.
ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა.
პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კი, ამომრჩეველს უნდა გააცნონ საარჩევნო პროგრამები და საკუთარი ხედვები. ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, 8 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
მინდა, ასევე, რამდენიმე სიტყვით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს შევეხო - 30 სექტემბერს, თბილისს, რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა.
მოგეხსენებათ, პაპი არა მხოლოდ მილიარდ ორასი მილიონი ადამიანის სულიერი ლიდერია, არამედ ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. შესაბამისად, ვიზიტის ფორმატი ითვალისწინებს როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებთან შეხვედრას. რომის პაპი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ვიზიტის განმავლობაში, საქართველო ყველა საერთაშორისო მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა წარმოაჩინოს მისი უნიკალური როლი, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთერთი შემოქმედისა და განსხვავებულ ცივილიზაციათა დამაკავშირებელი სახელმწიფოსი.
ეს ვიზიტი არის საშუალება, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი რეგიონში მშვიდობის და დემოკრატიის მნიშვნელობას.
როგორც იცით, ვატიკანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებულიტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ამ ვიზიტის ღირსეულად განხორციელება.
გვინდა გამოვეხმაუროთ, ლევილის მამულის საქართვლოსთვის გადმოცემის ფაქტს, რითიც დასრულდა 25 წლიანი პროცესი და ლევილი მის კანონიერ მემკვიდრეს ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
პრეზიდენტს სურს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო ჩართული ამპროცესში.
მისი წარმატებით დასრულებისთვის კი, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და ელჩის, ასევე, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა შთამომავლების როლი.
მინდა, აქვე, შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლევილის ბიბლიოთეკაში და მოწესრიგდაწიგნების ფონდი. სამომავლოდ ასევე, რამდენიმე საინტერესო პროექტი იგეგმება.
მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ 2 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული მოსამართლეებისფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი დაესწრება. პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემის გამართულად მუშაობა არის ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველი.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია". ამომრჩევლის მობილიზაციის მიზნით პრეზიდენტი განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს სხავადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებთან.
გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას უკვე შეხვდა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს, იგეგმება შეხვედრები ბათუმში, ახალციხესა და თბილისში", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















