უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ
საქართველო, თბილისი - 17:38 | 27.09.2016 ნანახია: 1922ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ, პორტუგალია, ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოში ესტუმრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს სხვადასხვა ღვინის კომპანია, სადაც გაეცნენ საქართველოს ღვინის კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედია-ტურის მონაწილეებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში სტუმრობის დროს შეხვდა.
„საქართველოში ჩამოსულია დებრა მეიბურგი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის მაგისტრი, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთზე მუშაობს. მას ჩამოყვანილი ჰყავს ჯგუფი, რომლის წევრებიც ღვინოზე და ღვინის კულტურაზე წერენ. ისინი მოგზაურობენ კახეთში და ქართლში, სადაც ადგილზე ეცნობიან ღვინის კომპანიების მარნებსა და ვენახებს, ესწრებიან რთველს და ყურძნის დაწურვის პროცესს, რის შესახებაც შემდგომში დაწერენ" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
დებრა მეიბურგის შეფასებით, საქართველო გამორჩევა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოების მრავალფეროვნებით.
„ჩვენი ჟურნალისტების ჯგუფი აქ იმისთვის შეიკრიბა, რომ გაიცნოს ქართული ღვინო. საინტერესო ისაა, რომ ამ ჯგუფიდან ზოგიერთი ღვინის სპეციალისტია, ზოგიერთი კი ისეთი ჟურნალისტი, რომელიც ღვინოს არც ისე კარგად იცნობს, რადგანაც ჩვენ გვინდოდა წარგვედგინა ქართული ღვინო ისეთი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოს დიდი უპირატესობები აქვს, რადგან აქ დიდი მრავალფეროვნებაა ადგილობრივი ბუნებრივი ღვინოებისა. ეს უპირატესობაა, მაგრამ ამასთანავე საპასუხისმგებლოა, რადგან ეს მრავალფეროვნება ბაზარს უნდა წარვუდგინოთ, სწორედ ეს ხდის საქმეს ამაღელვებელს, რადგან ეს ყველაფერი ახალი სახეობების და ღვინის აღქმის ახალი გზების აღმოჩენაა, ტანინიანი თეთრი ღვინო თუ ტკბილი წითელი, ეს ახალი კონცეპტია საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი აზიაში. ისტორიის გამო, საქართველო ბევრი ჩინელისთვის ძალიან საინტერესოა, მათ კარგი თანამშრომლობა აქვთ, ისინი ძალიან გახსნილები არიან და მზად არიან ხელი შეუწყონ საქართველოს, დიდი საქმე გვაქვს წინ, საქართველო ჩინეთის ბაზარზე უნდა დავამკვიდროთ, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის ქვეყანა" - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
ინფორმაციისთვის: ღვინის მედია-ტურის შემადგენლობა - დებრა მეიბურგი - ღვინის მაგისტრი და სპიკერი (ჰონგ-კონგი), ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი „Meiburg Wine Media"-ს დამფუძნებელი; მაიკ პიტერსი - ღვინის მწერალი „China Daily"; ჯენის ლენგი- ღვინის მწერალი და ბლოგერი www.janiceleunghayes.com; სარა ჰელერი - სომელიე, ღვინის მწერალი "South China Morning Post"; ჯისი ვიენსი - ღვინის მწერალი „Spirito Di Vino"; რონი ლაუ - ღვინის კრიტიკოსი, „Hong Kong Wine & Spirits Writers Association"-ის თავმჯდომარე;ძიაო პედრო - ღვინის მწერალი; სიან ჟანგი - ღვინის მწერალი ჩინეთში; ბორის ლი - „The Sun Daily"-ის ჟურნალისტი ; სანგ ვონგი - "Life Week"-ის მწერალი; ჯული ჟუ - "Modern Weekly" -ის მწერალი; ალექს ვებსტერი - მენეჯერი „Meiburg Wine Media"; პამელა ლემი - მარკეტინგის და პროექტების მართვის მენეჯერი „Meiburg Wine Media")
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















