მამაკაცმა ვალის გამო შვილები დახოცა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 19.10.2015
ნანახია: 1900

პოდოლსკის მკვიდრმა თავისი 4 წლის ვაჟი და 9 თვის ქალიშვილი დანით მოკლა. დაჭრა მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მატერიალური სირთულეებისა და ვალის გამო მკვლელობას ერთი კვირის განმავლობაში გგემავდა. მას განზრახული ჰქონდა თვითმკვლელობაც. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ეჭვმიტანილის ნათესავიც, რომელმაც მას თვითმკვლელობის მცდელობაში ხელი შეუშალა. გავრცელებული ინოფრმაციით, ცოლ-ქმარს ბიზნესი ტაილანდში ჰქონდათ, სადაც საქმე ცუდად წაუვიდათ და იძულებულნი გახდნენ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ.

მიმდინარეობს გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე