შოთა ხაბარელი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.09.2016
ნანახია: 1597

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის  მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი  აეროპორტის დასახლებაში, 1-ლი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ. შოთა ხაბარელი ადგილზე, პირადად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე