”ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის შემცვლელი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 26.09.2016
ნანახია: 1650

”ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის შემცვლელის ვინაობა დაასახელა. დაჯგუფების ახალი ”სამხედრო მინისტრი” ერაყის არმიის ყოფილი ოფიცერი იასინ ალ-მუადიდი გახდა.

ერაყული სააგენტო Al Mada-ს ინფორმაციით, ალ-მუადიდი ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით ხუთი წლის წინ გაწევრიანდა.

ალ-მუადიდის წინამორბედის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა ჯერ კიდვე მარტში გაავრცელა. ოპერაცია სირიაში ჰასეკის პროვინციის  ქალაქ ელ-შადადის რაიონში მიმდინარეობდა.

სექტემბრის დასწყისში ერაყული მედია წერდა, რომ ალ-შიშანის მემკვიდრედ შესაძლოა ტაჯიკეთის შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი დასახელებულიყო.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე