Deutsche Welle თურქეთის სპორტის მინისტრს სასამართლოში უჩივის

საქართველო, თბილისი - 15:02 | 26.09.2016
ნანახია: 1564

გერმანული მედიაკორპორაცია Deutsche Welle თურქეთის სპორტის მინისტრს სასამართლოში უჩივის

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან აკიფ ჩაღათაი კილიჩთან ინტერვიუს კონფისკაციისთვის ანკარის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ DW-ს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გამოცემის წარმომადგენელთა განცხადებით, მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერისთანავე. სამინისტროს პრეს-მდივანმა მასალის გამოქვეყნება აუკრძალა.

ჟურნალისტებს გადაღებული მასალა ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს.

DW-ს ინფორმაციით, კილიჩთან ინტერვიუში საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ, რომელსაც მასობრივი დაპატიმრებები მოყვა. ინტერვიუში ასევე შეეხნენ თურქეთში სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა მდგომარეობის საკითხებსაც.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე