სირიაში ჰუმანიტარული კოლონა შევიდა

საქართველო, თბილისი - 18:35 | 26.09.2016
ნანახია: 1491

სირიაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა განახლდა. დღეს დილით დამასკოსა და იდლიბის 4 სოფელში 70-მდე სატვირთო მანქანა შევიდა.

ჰუმანიტარული დახმარება მადაიას, ზაბადანის, ფუას და კეფრაიას მცხოვრებლებმა მიიღეს. სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ალეპოში გაეროსა და წითელი ნახევარმთვარის კოლონაზე  საჰაერო იერიში განხორციელდა.

ავიადარტყმებს 12 ადამიანი ემსვერპლა.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე