ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ვანკუვერში სირიელ მიგრანტებს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 18:55 | 26.09.2016
ნანახია: 1458

კერმბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია კანადის ქალაქ ვანკუვერში სირიელ ლტოლვილებს შეხვდნენ.

კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად ქეითი და უილიამი მიგრანტების ცენტრს ეწვივნენ.

ისინი შეხვდნენ ოჯახს, რომელიც სირიაში მიმიდინარე ომს გაექცნენ.

კანადამ ამ დრომდე 25 ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღო. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანადაში რვადღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათთან ერთად არიან სამი წლის პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა, რომელსაც მაისში ერთი წელი შეუსრულდა.  



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე