16 წლის მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ ცოცხალი გადარჩა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 26.09.2016
ნანახია: 1834

16 წლის მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ ცოცხალი გადარჩა.

ინციდენტი რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში მოხდა. მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა და ქვემოთ პარკირებულ ავტომობილს დაეცა. ბიჭმა უამრავი დაზიანება მიიღო, მაგრამ გადარჩა. რუსული მედიის ცნობით, მოზარდი გონზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმების თქმით, მოზარდს დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, ფილტვები, ასევე აღენიშნებოდა მხრის დახურლი მოტეხილობა. ამჟამად მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე