ჰაკერებმა yahoo-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 23.09.2016
ნანახია: 1559

 

ჰაკერებმა yahoo-ს მონაცემთა ბაზა გატეხეს და 500 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპარეს. კიბერ თავდასხმა 2014 წელს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ჰაკერებისთვის yahoo-ს მომხმარებელთა პირად მონაცემებთან ერთად ელექტრონული მიმოწერა, ტელეფონის ნომრები და დაშიფრული პაროლები გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა ირწმუნებიან, რომ საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპოვება მათ ვერ შეძლეს.

yahoo-ში ვარაუდობენ, რომ ჰაკერები ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით მოქმედებდნენ. მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს. უწყებაში განაცხადეს, რომ ეს ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა იყო.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე