სარკოზი ევროკავშირში საფრანგეთის დარჩენის საკითხზე რეფერენდუმს არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 23.09.2016
ნანახია: 1784

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის შემთხვევაში ევროკავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმს გამართავს. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება.

მანამდე ევროკავშირში საფრანგეთის დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას მხოლოდ მემარჯვენე პარტიის ”ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი უჭერდა მხარს.  პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობაზე საუბრისას სარკოზიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირის რეფორმირება. ის რეგიონში საფრანგეთ-გერმანიის ლიდერობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ბერლინისთვის შესაბამისი კონცეფციის შეთავაზებას აპირებს.

სარკოზიმ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა, აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ  2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.   



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე