მოსკოვში ხანძარს რვა მეხანძრე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 23.09.2016
ნანახია: 1528

მოსკოვში გაჩენილ ხანძარს რვა მეხანძრე ემსხვერპლა. ცეცხლი მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში გოლიანოვოს რაიონში მდებარე პლასტმასის პროდუქციის საწყობს გაუჩნდა. რამდენიმე საათში ხანძარი ოთხი ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. ცეცხლის ჩაქრობა 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ აღმოჩენილია რვა მეხანძრის ცხედარი. მეხანძრეებთან კავშირი ხანძრის ლიკვიდაციამდე რამდენიმე საათით ადრე იყო შეწყვეტილი. დაწყებულია გამოძიება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე