აშშ-ში შვილების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, შესაძლოა, ბრედ პიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 23.09.2016
ნანახია: 1446

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აგროვებს მტკიცებულებების ბაზას ბრედ პიტის მხრიდან შვილების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის ლორა ემილერის თქმით, ბიურო განიხილავს საკუთარი გამოძიების დაწყების შესაძლებლობას იმ ინფორმაციების საფუძველზე, რომელიც პრესაში გავრცელდა. ამ დღეებში უცხოური მედია წერდა, რომ 14 სექტემბერს, როდესაც ბრედ პიტი ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა, თავის თავზე კონტროლი დაკარგა და ხმამაღალი ყვირილი დაიწყო და შვილებს ფიზიკურად გაუსწორდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე