ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა

საქართველო, თბილისი - 09:07 | 23.09.2016
ნანახია: 1871

ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა. დოკუმენტს ხელს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მოაწერს, ფრანგული მხარიდან კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის არსებობს ათ წლიანი გეგმა, რომელზეც 5 მილიონზე მეტი ევროა გათვალისწინებულია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე