ამერიკული მოიერიშე იაპონიასთან ზღვაში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 22.09.2016
ნანახია: 1392

ამერიკის სამხედრო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე Harrier II იაპონიის პრეფექტურის ოკინავადან 130 კმ-ის დაშორებით ზღვაში ჩავარდა.  იაპონური სააგენტო კიოდოს ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია იაპონიის უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის სამეთაურო პუნქტის საგანგებო ცენტრისგან მიიღო. უსაფრთხოების სამსახურმა სამაშველო სამუშაოებისთვის კატასტროფის ადგილას საპატრულო კატერი და ვერტმფრენი გაგზავნა.  იაპონიის ხელისუფლების განცხადებით მაშველებმა პილოტის გადარჩენა შეძლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე