ელენე ხოშტარია: ქვეყნის შიგნით მიმიდნარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან

საქართველო, თბილისი - 12:42 | 22.09.2016
ნანახია: 1333

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, სანამ ქვეყნის შიგნით მიმიდნარე პროცესები აბსოლუტურად აცდენილია გაეროს ტრიბუნაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრიბუნაა საქართველოსთვის, შესაძლოა უკუშედეგის მომტანიც იყო.

„გაეროს ტრიბუნა უმნიშვნელოვანესია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დღის წესრიგზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ და საერთაშორისო ყურადღება მოვიზიდოთ.

თუმცა ვერ მივაღწევთ მიზანს თუ ჩვენ არ გვექნება ძალიან თანმიმდევრული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენ თუ  ძალიან მწყობრად და აქტიურად არ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივად, არ გავაჟღერეთ მესიჯებს უკრაინაზე, რუსეთის საფრთხეებზე, მხოლოდ ერთი გამოსვლა გარეოში რა თქმა უნდა ამას არ უშველის.

ამასთან, თუ ქვეყნის შიგნით ხდება ის რასაც ვხედავთ - საკონსტიტუციო სასამართლოს სრული პარალიზება  და პარალელურად გაეროში მართლმსაჯულების სისტების გაუმჯობესებაზე ვისაუბრეთ, ეს უკუეფექტის  მომტანი იქნება“, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე