ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 22.09.2016
ნანახია: 1480

ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორმა ორდღიანი მასობრივი არეულობების გამო მიიღო.

მანიფესტანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვიან ღამით ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. 20 სექტემბრის ღამეს კი შეტაკების შედეგად 12 პოლიციელი დაშავდა.

მასობრივი უწესრიგობები შარლოტში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა 43 წლის აფროამერიკელი კიტ ლამონტ სკოტი მოკლეს. სამართალდამცავების მტკიცებით, მან პოლიციელებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე