თვითმფრინავის მგზავრმა მეზობელს უკბინა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 19.10.2015
ნანახია: 2009

თვითმფრინავის მგზავრმა გვერდით მჯდომს უკბინა და გარდაიცვალა. კომპანია Aer Lingus-ის კუთვნილი თვითმფრინავი ლისაბონიდან დუბლინში მიფრინავდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააბეს, რაც ის პანიკაში ჩავარდა და გვერდით მჯდომ მგზავრს უკბინა. თვითმფრინავს ამ დროს ირლანდიის დედაქალაქამდე ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი. ამის შემდეგ მგზავრმა მალე გონება დაკარგა.

ეკიპაჟის მეთაურმა კურსი შეცვალა და ქალაქ კორკის აეროპორტში დაეშვა. მამაკაცი თვითმფრინავის დაშვებამდე გარდაიცვალა.

დაკბენილი მგზავრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ინციდენტის გარემოებების გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცავები 170 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს კითხავენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე