ჩრდილოეთ კაროლინაში საპროტესტო აქციის დროს 12 პოლიციელი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.09.2016
ნანახია: 1663

ჩრდილოეთ კაროლინაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებისას 12 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ შარლოტში მოხდა. ქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა რამდენიმე დღის წინ ოკლაჰომაში აფროამერიკელი მოკლა. დემონსტრანტები გამოვიდნენ ლოზუნგებით: ”შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია”, და ”ნუ მოგვკლავთ”.

შეტაკება გვიან ღამით მოხდა. წესრიგის დამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მომიტინგეებმა არეულობები დაიწყეს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე