ჯონ კერი ნეთანიაჰუსა და აბასის შერიგებას შეეცდება

საქართველო, თბილისი - 11:51 | 19.10.2015
ნანახია: 2292

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც The Guardian-ი წერს, ეს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის სისხლიანი შეტაკებების შეწყვეტის დაგვიანებული მცდელობაა.

კერი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გრემანიაში მიმდინარე კვირაში შეხვდება.

თუ სად გაიმართება მაჰმუდ აბასთან შეხვედრა, უცნობია, თუმცა შესაძლებელია ის იორდანიაში შედგეს.

პალესტინა უარყოფს იარაღის გამოყენების ფაქტს და ისრაელის ხელისუფლების მიერ არათანაბარი ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, 1 ოქტომბრიდან პალესტინელების თავდასხმების შედეგად 7 ისრაელელი მოქალაქეა მოკლული. თავდამსხმელები ძირითადად დანებსა და პისტოლეტებს იყენებდნენ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორში ურთიერთდაპირისპირების შედეგად ხუთი პალესტინელი მოკლეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე