”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა რაქის სამი მცხოვრები ჯვარზე გააკრეს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 21.09.2016
ნანახია: 1699

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქ რაქის სამი მცხოვრები ჯვარზე გააკრეს. ამის შესახებ უცხოურ მედიას სირიის სახალხო რაზმის წევრებმა განუცხადეს. წყაროს ინფორმაციით, ისინი რაქის მცხოვრებლების გაქცევაში დახმარებისთვის დაადანაშაულეს. 2014 წელს ”ისლამურმა სახელმწიფომ” სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და თავის ხალიფატად, ქალაქი რაქა - კი მის დედაქალაქად გამოაცხადა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე