ერდოღანმა პოროშენკოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 21.09.2016
ნანახია: 1664

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აღუთქვა, რომ ანკარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არ შეიცვლის. ამის შესახებ ერდოღანმა პოროშენკოს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე ყოფნისას განუცხადა.  

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა გავლენას ვერ მოახდენს ყირიმთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაზე.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე