გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 21.09.2016
ნანახია: 1498

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, მანამდე კი შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

გიორგი კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით ღია მმართველობის პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერი მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო გიორგი კვირიკაშვილისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის თემა.

საპარლამენტო არჩევნებზე და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე იმსჯელეს კვირიკაშვილმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე